დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა დღის წესრიგის გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავს:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ვენტო ენერჯის“ შორის „ბრეთის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სასარგებლო წიაღისეულის (კონგლომერატი (სხვა საშენი მასალები)) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
4. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: მ. სარჯველაძე