მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"4 წელი ხდება, რაც დარგში კრიზისია" - ფეროშენადნობების ექსპორტი 38%-ით შემცირდა

ფეროშენადნობები ჯორჯიან მანგანეზი

ფეროშენადნობების დარგში კლების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 38%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ 137.1 მლნ აშშ დოლარის ფეროშენადნობები გაყიდა. კლების მიუხედავად, მთლიან ექსპორტში 3.1%-იანი წილით, ფეროშენადნობები მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია.

BMG დაინტერესდა, როგორი ვითარებაა სექტორში. როგორც ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, დარგში ისევ მძიმე მდგომარეობაა, რასაც გლობალურად არსებული დაბალი ფასი განაპირობებს. მისი განცხადებით, ამ ფონზე, საწარმოების უმეტესობა გაჩერებულია.

"ერთი პერიოდი, ზაფხულში თითქოს ფასები გაიზარდა. ახლა ისევ დაბალ ნიშნულზეა და ჯერ სამწუხაროდ კარგი არაფერი ჩანს. საწარმოები არ მუშაობენ და ექსპორტს ნაკლებს აკეთებენ. არ უღირთ, რადგან თვითღირებულებაში უმრავლესობა ვერ ჯდება. ვინც აკეთებს ექსპორტს, შედარებით ცოტას. სულ რამდენიმე ქარხანა მუშაობს. ზაფხულში საწარმოები რამდენიმე ამუშავდა, იაფი ელექტროენერგიის ხარჯზე გამოასწორეს თვითღირებულება, თუმცა ახლა შემოდგომის, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ფასი მაღალი იქნება. კარგი მოლოდინი არ გვაქვს.

ოთხი წელი ხდება, რაც დარგში კრიზისია, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო ქვემოთ წამოვიდა ფასები. ეს ადგილობრივად ვერ დარეგულირდება, აბსოლუტურად ჩამოკიდებული ვართ გარე ფაქტორებს, ანუ მსოფლიო ფასებზე. კრიზისი მთლიანად მსოფლიო მეტალურგიაშია",- ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები