მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 წელიწადში ევროკავშირში ექსპორტი $55 მილიონამდე გვინდა გავზარდოთ - GEORGIAN PRODUCTS

სს

კომპანია GEORGIAN PRODUCTS-ი მომდევნო 4 წელიწადში ევროკავშირში ექსპორტის ზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა გეგმავენ, რომ 4 წელიწადში ევროკავშირში ექსპორტი $55 მილიონამდე გაზარდონ.

„მხოლოდ პირველი 4 წელი ვითვლიდით და ჩვენი პროდუქტი 12 მილიონ ოჯახშია შესული. 18-დან 20 მილიონ დოლარამდე წლიური ექსპორტი გვაქვს ევროკავშირში, მაგრამ ვიზრდებით. ევროკავშირში გათვლა გვქონდა, უფრო მეტის მაგრამ ევროპაში ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია რომ ისე ვეღარ ვიზრდებით. მაგრამ მიზანი გვაქვს, რომ შემდეგ 4 წელიწადში მივაღწიოთ $55 მილიონს . ჩვენ ამისთვის დანადგარებით მზად ვართ", - განაცხადა დავით ბარდაველიძემ.

რაც შეხება ამერიკის ბაზარს, დავით ბარდაველიძე იმედოვნებს, რომ ამერიკის ბაზარზეც ისეთივე წარმატებით განახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს, როგორც ევროკავშირში.

„ჩვენ დიდი კომპანიის პარტნიორი ვართ, ეს არის „კოსკო“, რომელიც რითეილ-ბიზნესშია ამერიკაში და 200 მილიარდის ბრუნვა აქვს. მასთან გვაქვს მთელი ამერიკა-კანადის მასშტაბით კონტრაქტი, მაგრამ ჯერ არ ვამბობთ. ახლა მივფრინავ რომ საწყობები უნდა ავიღოთ, ეს დამატებით სამუშაო ადგილებს მოიტანს. იმედებს ვამყარებთ რომ იქაც დავფუძნდებით, ისევე როგორც ევროკავშირში“, - განაცხადა GEORGIAN PRODUCTS დამფუძნებელმა.

ევროკავშირის ბაზარზე GEORGIAN PRODUCTS-ის მიერ წარმოებული შინაური ცხოველების ავეჯი და საკვები უკვე ათი წელია არის და მას შემდეგ, დავით ბარდაველიძის კომპანია იმ წამყვან ათ ქართულ კომპანიას შორის მოხვდა, რომელმაც 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები