მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 334 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან აპრილში 125 ფაქტია გამოვლენილი

უკანონო მოპოვება
10.05.24 11:14
407

2024 წლის იანვრიდან დღემდე ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334 ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644 კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 4 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 11 - შიდა ქართლის, 38 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - გურიის, 36 - იმერეთის, 1 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 7 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 34,295 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები