მოგვიწევს გამოცდილების იმპორტი უცხოეთიდან, რომ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს- ამის შესახებ კომპანია ანაგის გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი BM.GE-თან ინტერვიუში აცხადებს. როგორც გოგოლიშვილი ამბობს, კომპანია ანაგმა კადრების მწვავე დეფიციტის ფონზე რეგიონის ქვეყნებიდან მუშახელი ჩამოიყვანა, თუმცა ხელშეკრულებით ამ კადრებს ადგილობრივი მუშახელისთვის თავისი გამოცდილების გაზიარების ვალდებულება აქვს. რა რაოდენობის პროექტი ირიცხება ამ დროისთვის ანაგის ანგარიშზე, როგორ ხედავენ კომპანიაში დარგში არსებული პრობლემების მოგვარების გზებს და რას გეგმავს ანაგის მენეჯმენტი 2024 წლის განმავლობაში?
სტუმარი: ირაკლი გოგოლიშვილი - “ანაგის” გენერალური დირექტორი;
ინტერვიუერი: ანუკა ჯოხაძე - BMG-ის რეპორტიორი;