$44 მლნ იანი დანაკარგი რუსი ტურისტებისგან საიდან და როგორ მიიღო ეს რიცხვი მთავრობამ
BM.GE
08.08.19 14:44
• 818
„2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში“, - ამ განცხადების ავტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილია. გასულ თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკას საქართველოს ერვნული ბანკი სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოაცხადებს, მაგრამ იქამდე დავინტერესდით, საიდან და როგორ მიიღო 44 მლნ-იანი დანაკლისი რუსი ტურისტების კლების გამო მთავრობამ, რომელიც მარიამ ქვრივიშვილმა გააჟღერა.