მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

44 წლის შემდეგ პირველად, უნგრეთში "პაკშის" ატომური ელექტროსადგური სრულად გაითიშება - მიზეზები

პეტერ მადიარი

უნგრეთის "პაკშის" ატომური ელექტროსადგური 44 წლის განმავლობაში პირველად სრულად გაჩერდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სადგურის სრული გაჩერების მიზეზი მდინარე დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალი დონეა. პაქშის ატომური ელექტროსადგური გასაგრილებლად სწორედ დუნაის წყალს იყენებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, უნალექო ამინდების გამო მდინარეში წყლის დონის მკვეთრმა კლებამ, ატომური სადგურის შეფერხების გარდა, პრობლემები შექმნა ნაოსნობასა და ტურიზმის სექტორშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები