მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"46% გვაქვს ბაზრის წილი" - რა თანხა აქვს "თიბისის" აჭარაში ინვესტირებული?

აჭარა - ბათუმი

"თიბისის" რეგიონული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი შოთა გავაშელი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ "თიბისის" საერთო პორტფელში აჭარის პორტფელს 46%-იანი წილი უჭირავს. 

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში "თიბისის" მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარამდეა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი ჰორეკა სექტორში, დანარჩენი კი სხვა მიმართულებით ნაწილდება. 

"46% გვაქვს ბაზრის წილი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ინვესტირებული გვაქვს 1 მილიარდ ლარამდე, საიდანაც 200 მილიონზე მეტია ჰორეკა სექტორშია ინვესტირებული, დანარჩენი სხვა სექტორებში გვაქვს გადანაწილებული. სამომავლოდ აჭარის რეგიონის მხარდაჭერას და განვითარებას კვლავ განვაგრძობთ" - ამბობს შოთა გავაშელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები