მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

47%-ით გაზრდილი მოგება  - როგორია ,„ნიკორა ჯგუფის“ 6 თვის მაჩვენებლები?

ნიკორა

606.9 მლნ ამონაგები და 34.5 მლნ ლარის მოგება - საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკვების მწარმოებელი და საცალო მოვაჭრემ „ნიკორა“  ინვესტორებს, რომლებიც მისი ობლიგაციების მფლობელები არიან,  2023 წლის 6 თვის ანგარიში წარუდგინა.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ  2023 წლის პირველ ნახევარში ჯგუფის კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა ₾605 მილიონი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის პირველ ნახევარში დაგენერირებულ ₾435 მილიონთან შედარებით. საერთო მოგების მარჟა 29%-ზე შენარჩუნდა. ასევე 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც საოპერაციო, ასევე პერიოდის მოგება, რამაც შესაბამისად 44.7 მლნ და 35.4 მლნ ლარი შეადგინა. წმინდა მოგება 47% -ით არის გაზრდილი.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, კომპანიის სრულმა აქტივებმა ₾587 მილიონი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. აქტივების ზრდა ძირითადად მოდის საიჯარო აქტივებზე, მარაგებსა და ძირითად საშუალებებზე, რაც თავის მხრივ განპირობებულია ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნით.

ჰოლდინგში ამჟამად შედის ხორცპროდუქტების საწარმო, სადისტრიბუციო და სავაჭრო ქსელები. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ასევე აქტიური მონაწილენი არიან საქართველოს ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა თევზეულისა და ზღვის პროდუქტების, რძის პროდუქტების, პურ-ფუნთუშეულს წარმოება, აგრეთვე სხვადასხვა საკვებისა და სასმელების იმპორტი-დისტრიბუცია. 

ამჟამად ,„ნიკორა ჯგუფი“ არის ₾1,013 მილიონიანი ბრუნვის მქონე ბიზნესი (2022 წელი), რომელშიც 2023 წლის 30 ივნისის ბოლოსთვის 9,140 თანამშრომელზე მეტი იყო დასაქმებული (2022 წლის ბოლოსთვის 8,900-მდე) და მოიცავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები