მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

47% ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესშია|რაში იყენებენ კომპანიები AI-ს საქართველოში?

ხელოვნური ინტელექტი

BAG ხელოვნური ინტელექტის კვლევის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების 47% აცხადებს, რომ ამჟამად ხელოვნური ინტელექტის დანერგვის დაგეგმვის/კვლევის პროცესში იმყოფება.

2026 წლის II კვარტალის გამოკითხვაში, კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების და ბიზნესპროცესებზე მისი გავლენის შესაფასებლად, BAG ინდექსის კითხვარში დამატებითი კითხვები ინტეგრირდა.

კითხვაზე, „ამჟამად, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის რომელ ეტაპზეა თქვენი კომპანია?“ — პასუხები პროცენტულად ასე ნაწილდება:

  • ვართ კვლევის/დაგეგმვის პროცესში - 47%
  • ვიყენებთ სატესტო რეჟიმში (პილოტირება) - 24%
  • არ ვიყენებთ და არც განვიხილავთ უახლოეს მომავალში - 16%
  • AI სრულად არის ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნეს პროცესში - 13%

სექტორების მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში:

  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერ­გ­ვის კვლე­ვის­/­და­გეგ­მ­ვის ეტაპ­ზე მყოფი კომპანიების
    წილი ყველაზე მაღალი ვაჭრობის (54%) და მშენებლობის (50%) სექტორებში დაფიქსირდა.
  • პი­ლო­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე მყოფი კომპანიების ყველაზე მაღალი წილი მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებშია (33-33%).
  • კომპანიები, რომლებიც არც იყე­ნე­ბენ და არც გეგ­მა­ვენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დანერ­გ­ვას, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში არიან წარმოდგენილი (28%).
  • სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ყველაზე მაღალი წილით მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში (15-15%) დაფიქსირდა.

საწარმოთა ზომის მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში:

  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერ­გ­ვის კვლე­ვის­/­და­გეგ­მ­ვის ეტაპ­ზე მყოფი კომპანიების
    წილი ყველაზე მაღალი იყო მცირე საწარმოებში დაფიქსირდა (57%).
  • პი­ლო­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე მყოფი კომპანიები ყველაზე მაღალი წილით საშუალო საწარმოებში
    არიან წარმოდგენილი (33%).
  • კომპანიების წილი, რომლებიც არც იყე­ნე­ბენ და არც გეგ­მა­ვენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექტის და­ნერ­გ­ვას, მცირე, საშუალო და დიდ საწარმოებში თითქმის თანაბარი იყო.
  • სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქონე კომპანიების წილი მცირე,
    საშუალო და დიდ საწარმოებში თითქმის თანაბარი იყო.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად მარკეტინგის და კონტენტის შექმნის მიზნით იყენებენ (20%). შემდეგ თანაბარი წილით მოდის ფინანსებისა და რისკების მართვა (15%) და მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი.

სექტორების მიხედვით, მარკეტინგისა და კონტენტის შექმნისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყველაზე მეტად ვაჭრობის (26%) და მომსახურების (23%) სექტორებშია გავრცელებული. ფინანსებისა და რისკების მართვის მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად მშენებლობის სექტორი იყენებს (25%), ხოლო მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის - მომსახურების სექტორი (26%).

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტებს, გამოკითხული კომპანიების 50% იყენებს მზა, გლობალურ პლატფორმებს, 26% - შიდა რესურსებით დატრენინგებულ საკუთარ AI მოდელებს, ხოლო 24% - სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

გამოკითხულმა კომპანიებმა ასევე, შეაფასეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა მათ საქმიანობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მთავარ პოზიტიურ შედეგს დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარება წარმოადგენს (79%). გამოკითხულთა 11%-ის აზრით, AI-ს დანერგვამ ადამიანური შეცდომები შეამცირა, ხოლო 5%-ის შეფასებით – მომსახურებისა და/ან პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესა.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას თანამშრომელთა რაოდენობაზე, კომპანიების 79%-ის აზრით, თანამშრომელთა რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა შემცირდა მათ მიერ შესრულებული რუტინული სამუშაო. კომპანიების 13%-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომელთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია, 5%-მა შტატები გაზარდა, ხოლო 3%-მა შეამცირა.

გამოკითხული კომპანიების შეფასებით, ქართულ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობაა (30%). მას თანაბარი წილით მოსდევს ქართული ენის მხარდაჭერის ნაკლებობა ტექნოლოგიებში (16%) და მონაცემების სიმცირე ან მათი გაუმართავი სტრუქტურა (16%).

რაც შეეხება კომპანიების სამომავლო გეგმებს, მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში, გამოკითხული კომპანიების 65% გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას, 18% არ გეგმავს ამ მიზნით ბიუჯეტის გამოყოფას, ხოლო 16% ინვესტიციებს არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები