მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4.7 მლნ ლარის ხარჯი ფინანსურ ანგარიშგებაში ვერ იდენტიფიცირდება - აფხაზეთის ა/რ მთავრობის აუდიტი

64316e59c755e
ინგა მურუსიძე
08.04.23 17:34
764

აფხაზეთის ა/რ ფინანსური ანგარიშგების დონეზე ჯამში 4 722 655 ლარის ხარჯების დანიშნულების შესახებ ინფორმაცია ვერ იდენტიფიცირდება ფინანსურ ანგარიშგებაში, - ამის შესახებ წერია აფხაზეთის ა/რ ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

2021 წლის აუდიტის დასკვნაში წერია, რომ საუბარია ხარჯებზე, რაც შრომის ანაზღაურებას და სხვა მსგავს ხარჯებს ეხება.

„აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სსიპ-ებისა და ა(ა)იპებისათვის საბიუჯეტო სახსრების (რამდენიმე პროგრამული ხარჯის გარდა) გამოყოფა ხორციელდება „25 სუბსიდიების“ მუხლზე. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საკასო ხარჯვა მიმდინარეობდა მხოლოდ „25 სუბსიდიების“ მუხლით. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოებს წარუდგენენ გაწეული ხარჯის ეკონომიკური შინაარსის მიხედვით ჩაშლილად შესაბამის მუხლებზე, ხოლო კონსოლიდაციის პროცესში მაკონტროლებლის მიერ ხდება აღნიშნული ხარჯების „25 სუბსიდიების“ მუხლზე კონსოლიდირება.


ვინაიდან ფინანსურ ანგარიშგებაში სუბსიდიები აისახება მხოლოდ ძირითად მუხლად და არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია ქვემუხლების შესახებ, შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ-ის
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დონეზე ჯამში − 4 722 655 ლარის ხარჯების დანიშნულების (შრომის ანაზღაურება, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება, პრემია, დანამატი, მივლინება, წარმომადგენლობითი ხარჯი, ტრანსპორტის ხარჯი და სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯები) შესახებ ინფორმაცია ვერ იდენტიფიცირდება ფინანსურ ანგარიშგებაში. არ არის შემუშავებული (დანერგილი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა, რის შედეგად მომხმარებლისათვის გაურკვეველი რჩება აღნიშნული საბიუჯეტო სახსრების ეკონომიკური შინაარსის შესახებ დეტალური ინფორმაცია“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები