მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

48 სთ-ის ნაცვლად 60 დღე - საჯარო მოხელეების დეკლარაციის გამოქვეყნების ვადები გაიზარდა

48 სთ-ის ნაცვლად 60 დღე - საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნების ვადები გაიზარდა. ამ დრომდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე. ცვლილებების შედეგად კი შესაძლოა, ორი თვეც არ გამოქვეყნდეს, ვინაიდან 9 სექტემბერს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. კანონის მიხედვით, აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამიტომ თანამდებობის პირის დეკლარაცია მისი შევსებიდან შეიძლება ორ თვემდე არ გასაჯაროვდეს. როგორ ხსნიან ცვლილებების საჭიროებას ანტიკორუფციულ ბიუროში- ამ მიმართულებით განმარტებებს დღეს გიგა ბენია მოისმენს და თემის დეტალებს შემდეგ გამოშვებებში გაგვაცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები