მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

486 ინფიცირებული და 499 გამოჯანმრთელებული - 17 თებერვლის კოვიდ-სტატისტიკა

602cb2914294e
ინგა მურუსიძე
17.02.21 10:59
446
ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 486-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების 499-ით გაიზარდა. სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. 

ამასთან, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 948-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 727-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 390 პირი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები