ჩემპიონთა ლიგა - ტურნირი, სადაც ფეხბურთელები ლეგენდებად იქცევიან, კლუბები ისტორიას წერენ, ხოლო ერთი დაუვიწყარი სეზონი ზოგჯერ მთელ კარიერას განსაზღვრავს. არიან მოთამაშეები, რომლებმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ისეთი ინდივიდუალური წარმოდგენები დადგეს, რომ წლების შემდეგაც საფეხბურთო სამყაროს მთავარ თემად რჩება. ერთ-ერთი ასეთი ცალსახად წლევანდელი ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსებია, რომელიც ერთპიროვნულად ლიდერობს პსჟ-ს. ვის ჰქონდა ყველაზე დომინანტური სეზონი? ვინ გადაწყვიტა ნახევარფინალები და ფინალები ერთპიროვნულად? და რომელი კამპანიები შევიდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, როგორც ინდივიდუალური ბრწყინვალების ეტალონი? რეკორდები, გადამწყვეტი გოლები, ისტორიული პერფორმანსები და ფეხბურთელები, რომლებმაც ერთი სეზონითაც კი ევროპა საკუთარ სცენად აქციეს.


































