„არქი“ 5 ივლისს, პროექტ „არქი ჰორიზონზე“ დიდ ფასდაკლებას აანონსებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის განცხადებით, სპეციალური შეთავაზება ორთაჭალაში მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს შეეხება, სადაც ამ ეტაპზე B და C ბლოკების გაყიდვები იწყება.
როგორც ხეცურიანმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, დიდი ფასდაკლების დღე უკვე ტრადიციულ ღონისძიებად იქცა როგორც კომპანიისთვის, ისე არსებული და მომავალი მომხმარებლებისთვის.
მისი თქმით, „არქი ჰორიზონის“ მიმართ მომხმარებელთა ინტერესი უკვე დადასტურებულია. კომპანიის ცნობით, ერთი წლის წინ გამართულმა მსგავსმა აქციამ რეკორდული შედეგი აჩვენა.
„ეს არის პროექტი, სადაც ახლა B და C ბლოკების გაყიდვები იწყება. ერთი წლის წინაც გვქონდა დიდი ფასდაკლების დღე და მაშინ 206 ბინა გაიყიდა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. მოგვიანებით უკვე 684 ბინაც გავყიდეთ. დიდი ფასდაკლების დღეებს დღეს "გრანდ ავენიუზე" ვატარებთ, რადგან ფილარმონიის ოფისი მოთხოვნას ვეღარ იტევს. დარწმუნებულები ვართ, რომ ესეც გამორჩეული და წარმატებული დღე იქნება. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის დღე, როდესაც შეთავაზებული ფასი ამ პროექტში აღარასოდეს განმეორდება“, - აღნიშნა შიო ხეცურიანმა.
„არქი ჰორიზონი“ და კომპანიის სხვა პრემიუმ კლასის პროექტები სრულად პასუხობენ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, სადაც მყიდველი უპირატესობას განსაკუთრებულ ხარისხსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას ანიჭებს. შიო ხეცურიანის თქმით, ბრენდის სწრაფი ზრდა პირდაპირ კავშირშია იმ დიდ ნდობასთან, რომელსაც ხალხი მათ მიმართ იჩენს.
„არქის" ბოლო პერიოდის სწრაფი ზრდა პირველ რიგში ჩვენი მომხმარებლების განსაკუთრებულ ნდობას უკავშირდება, რისთვისაც მათ ყოველთვის მადლობას ვუხდით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრემიუმ პროექტებზე მოთხოვნა იზრდება როგორც ქალაქში, ისე მთლიანად ქვეყანაში. ეს ზუსტად ისეთი პრემიუმ პროექტია, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ. აქ ინტეგრირებული იქნება სამეზობლო ლაუნჯი, აუზი, პადელის კორტი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა ბავშვებისა და უფროსებისთვის, კეთილმოწყობილი ეზო, რეცეფცია, ლობი და სხვა სერვისები. ეს იქნება მაღალი დონის პრემიუმ პროექტი, რომელიც ისტორიულ და ძალიან კარგ ლოკაციაზე მდებარეობს. ცენტრთანაც ახლოსაა, აეროპორტთანაც ახლოსაა და ძალიან კარგი ადგილია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. შესაბამისად, იქნება კარგი შესაძლებლობა როგორც ინვესტიციისთვის, ისე საცხოვრებლად მათთვის, ვინც მომავალში არქის პროექტებში ბინას შეიძენს“.




























