მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$5-მილიონიანი საცხოვრებელი უბანი Surville Mtskheta - რა ფასად შეიძენთ ვილებს?

64590de44a234
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.23 00:15
3079
კომპანია Surville მცხეთის ახალ დასახლებაში საცხოვრებელ უბანს Surville Mtskheta-ს აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.

კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი ნიცა მორჩაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ პროექტი პრემიუმ ხარისხის 47 ვილებსა, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას და რეკრეაციულ სივრცეებს მოიცავს.

„ვისაც სურს ბუნებასთან ახლოს, მშვიდ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, ჩვენი პროექტი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. ახალი დასახლება ქალაქ მცხეთაში, სამი მდინარის შესართავთან, მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს. ვისაც სურს ბუნებასთან ახლოს, მშვიდ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, ჩვენი პროექტი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. ახალი უბნიდან ჯვრის მონასტრისა და ზედაზნის ხედები იშლება.

პროექტი 47-ი ორსართულიანი, თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას მოიცავს, საიდანაც ამ ეტაპისთვის ნახევარი აშენებულია. ვილების ფართები 190 კვ.მ - დან 320 კვ.მ-მდეა. სახლები ფართების მიხედვით 4 კატეგორიად იყოფა Townhouse, Compact Villa, King Villa და Grand Villa.

სახლს საჩუქრად 500-700 კვ.მ-ის ეზო მოყვება. ამასთან, ვილები გარშემორტყმულია 1ჰა გამწვანებული ტერიტორიით, სადაც ასწლოვანი უნიკალური ფიჭვის და სხვადასხვა ჯიშის ხეებია გაშენებული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დამატებით გამწვანებული დასასვენებელი ზონების, ასევე შიდა გზების, საფეხმავლო და ველო ბილიკების, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობა.

საცხოვრებელ უბანს დაცული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ. უბნის სტუმრები ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ წინასწარი შეტყობინების შემდეგ შეძლებენ. უბანი უზრუნველყოფილი იქნება 24/7 დაცვით, სამეთვალყურეო კამერებით და დაშვების სისტემებით, რათა მაცხოვრებლებმა კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ნიცა მორჩაძის ინფორმაციით, 5 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტი კერძო კაპიტალით, ბანკის დაფინანსებითა და ვილების მფლობელების თანამონაწილეობით ხორციელდება. ამასთან, მშენებლობა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს.

„მშენებლობა აქტიურ პროცესშია, ამ ეტაპისთვის 20 ვილა უკვე აშენებულია, 8 ვილა კი გაყიდულია. მოთხოვნა ძირითადად პატარა და საშუალო ზომის ვილებზეა.

ჩვენ ვილებში 1 კვ.მ-ის ღირებულება 1200-1250$ ექვივალენტია ლარში. ამ ეტაპზე გვაქვს სპეციალური შეთავაზება Grand ვილასა(250მ2) და King ვილაზე (317მ2), რომლის ფარგლებშიც 1 კვ.მ-ის ღირებულება 1080$-ის ექვივალენტია ლარში. მომხმარებლებს გადახდის მოქნილ პირობებს ვთავაზობთ, მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ შიდა განვადებით“, - განმარტავს Surville მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი.

მისი თქმით, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები