მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მიზეზი, რატომ უნდა ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა

5 მიზეზი, რატომ უნდა ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა
17.09.24 10:20
337

თანამედროვე საქმიან ცხოვრების რიტმში რთულია მაგრამ აუცილებელი გამოვნახოთ დრო კბილების პროფესიონალური წმენდისთვის. ქვემოთ განვიხილავთ ამის 5 მიზეზს. ასევე განვიხილავთ თუ როგორ ტარდება კბილების წმენდა თანამედროვე მეთოდებით.

1. პრევენცია

კბილის კარიესის და ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკა - რეგულარული კბილის წმენდა ხელს უწყობს ნადებისა და კბილის ქვის მოცილებას, რომლებიც კბილების დაზიანების მთავარი ხელშემწყობია. ნადები არის ბაქტერიების რბილი, წებოვანი ფენა, რომელიც გროვდება კბილების ზედაპირზე და თუ ის დროულად არ მოსცილდება შესაძლოა გამკვრივდეს და ქვად გადაიქცეს, რამაც შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს მინანქრის დაზიანება და ღრძილების ანთება .

2. ჯანსაღი ღიმილის მიღება

არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან იგივე ჰალიტოზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს არ არის დაავადება მაგრამ არის მდგომარეობა, რომელიც ადამიანებს ხშირად უხერხულობას უქმნის. გამოწვეულია პირის ღრუს ბაქტერიებით, საკვების ნაწილაკებით და ნადების დაგროვებით. რეგულარული სტომატოლოგიური წმენდა ხელს უწყობს ამ ფაქტორების აღმოფხვრას, რაც იწვევს უფრო სუფთა სუნთქვას და უფრო ჯანმრთელ პირის ღრუს.

3. კბილის ფერის გაღიავება და სიპრიალე

ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაციონში მიღებული სხვადასხვა პროდუქტები თუ მავნე ჩვევები სიგარეტის მოხმარება, ყავისა თუ ჩაის ხშირი მიღება არასრული ჩამონათვალია იმ ქმედებების, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კბილის ფერზე და სიჯანსაღეზე. ნადების პროფესიული მოცილება აღადგენს პირის ღრუს სისხლის მიმოქცევას, ღრძილის ფერის გაჯანსაღებას და ასევე კბილის მინანქარს უბრუნებს ნატურალურ შეფერილობას.

4. კბილების პრობლემების აღმოჩენა ადრინდელ ეტაპზე

კბილების წმენდის შედეგად ჰიგიენისტი კბილების / ღრძილების მდგომარეობას აფასებს. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი პირის ღრუს პრობლემები, რომელიც კბილების წმენდამდე ბუნდოვანი იყო. შედეგად შეიძლება მოხდეს დროული რეაგირება პირის ღრუში აღმოჩენილ პრობლემებზე.

5. სტომატოლოგიური პროცედურებისთვის მომზადება.

პროფესიული ჰიგიენა აუცილებელია ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაციის დაწყების წინ, როგორიცაა კბილების დაბჟენა, ბრეკეტების დაფიქსირება, იმპლანტაცია. გარდა ამისა პროფესიონალური წმენდის დროს ჰიგიენისტს შეუძლია გამოავლინოს ისეთი პრობლემები, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის არ იყოს ხილული.

„რიხტერის კლინიკაში“ კბილების წმენდა განსაკუთრებული მზრუნველობით ტარდება და რეკომენდაციებით სრულდება. პროცედურა 1.5 საათი გრძელდება და როგორც პაციენტები ხშირად აღნიშნავენ - „ეს იყო განსაკუთრებული გამოცდილება, როგორიც არასდროს მიგვიღია!“

კბილის წმენდის ეტაპები:

1. პირის ღრუს დათვალიერება

ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ექიმი ახდენს იმის შეფასებას და აღწერას თუ რასაც ხედავს კბილების წმენდის ჩატარებამდე. ექიმი აფიქსირებს ფოტოგადაღებით წმენდამდე კბილების თუ ღრძილების მდგომარეობას, ატარებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევას 3 დ ტომოგრაფიის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში. ექიმი ურჩევს ინდივიდუალურად ჰიგიენურ საშუალებებს სახლის პირობებში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე ასწავლის ხეხვის სწორ მიმართულებებს და დამხმარე საშუალებების გამოყენების თავისებურებებს .

2. ულტრაბგერითი მოწყობილობით კბილების წმენდა

ფრანგული წარმოების „აქტეონი“-ს ფირმის თანამედროვე ულტრაბგერითი მოწყობილობის გამოყენებით ტარდება პროფესიული ღრმა წმენდა, რითაც ხდება რბილი და მაგარი, ღრძილზედა თუ ღრძილქვეშა ნადების მოცილება.

3. კბილების პოლირება Air-n-Go-ით

მაქსიმალური კომფორტის და ეფექტურობის მისაღწევად კბილების წმენდის შემდგომი პოლირებისთვის გამოიყენება Air-n-Go. Air-n-Go არის ფრანგული მოწყობილობა, რომლითაც რიხტერის კლინიკაში ხდება შეკუმშული ჰაერის, წყლის და სპეციალური ფხვნილის ნაზავის გამოყენებით კბილების პოლირება. მაქსიმალური კომფორტისთვის არსებობს სხვადასხვა გემოები, რომელიც პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის (მაგალითად, ჟოლოს, პიტნის, ლიმონის, კოლას და კლასიკური გემოები).

4. ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი მანიპულაციები

ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, ამიტომ ექიმმა-ჰიგიენისტმა შესაძლოა დამატებითი პროცედურები ჩაატაროს თუ საჭიროდ ჩათვლის, მაგალითად ფტორის შემცვლელი სითხით კბილების დამუშავება.

5. კბილების ხელახალი დათვალიერება

კბილების წმენდის შემდეგ პირის ღრუს ხელახალი დათვალიერება ხდება და თითო კბილის ანალიზი - სისტემაში შეყვანა თუ ექიმი სადმე რამეს შენიშნავს (კარიესს ან სხვა დაავადებას).

საუკეთესო მკურნალობა პრევენციაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კბილებს და ღრძილებს მოვუფრთხილდეთ და ყურადღება მივაქციოთ მანამ სანამ დაიწყება პირის ღრუს პრობლემების გართულება, რაც გაცილებით მეტ დროს და ფინანსურ ხარჯებს ს მოითხოვს.

პასუხისმგებლობის უარყოფა: ვებ-გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის და არ შეიძლება ჩაანაცვლოს პროფესიონალური სამედიცინო რჩევა. ჩვენ გირჩევთ, მიმართოთ სამედიცინო რჩევისთვის, დიაგნოზის ან მკურნალობისთვის სამედიცინო პროფესიონალს ან ჯანდაცვის ორგანიზაციას. ნებისმიერი საკითხი ან რისკი, რომელიც დაკავშირებულია საიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენებასთან ან მის მიხედვით მოქმედებასთან – არ არის საიტის მფლობელის ან ტექსტის ავტორის პასუხისმგებლობა. საიტის გამოყენება არ აყალიბებს ექიმსა და პაციენტის ურთიერთობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები