მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცირკონის ვინირების გასაკეთებლად საჭირო ეტაპები

ცირკონის ვინირების გასაკეთებლად საჭირო ეტაპები
24.09.24 15:38
188

კოსმეტოლოგიური სტომატოლოგიის სამყაროში ცირკონის ვინირებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს მათი გამძლეობის, ბუნებრივი გარეგნობის და სიმტკიცის გამო. ვინირები კარგი გადაწყვეტილებაა კბილების ესთეტიკის გასაუმჯობესებლად და კბილის ფუნქციონალის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ ფიქრობთ თქვენი ღიმილის ცირკონის ვინირებით გალამაზებას, აუცილებელია იცოდეთ რა ეტაპების გავლაა საჭირო „რიხტერის კლინიკაში“ სრულყოფილი ღიმილის მისაღებად.

პირველადი კონსულტაცია და დიაგნოსტირება
პროცესი იწყება პაციენტის მოთხოვნის და საჭიროებების გამოვლენით. შეხვედრის დროს სტომატოლოგი შეაფასებს თქვენი პირის ღრუს მდგომარეობას, გამოიკითხავს თქვენს ესთეტიკურ მიზნებს და დაადგენს არის თუ არა კერამიკული ვინირები თქვენთვის კარგი გადაწყვეტილება. სრულყოფილი სურათის დასანახად, აუცილებელია კბილების რენტგენოლოგიური შემოწმება. ამისთვის „რიხტერის კლინიკაში“ იყენებენ 3D ტომოგრამას. ექიმი ყურადღებით ამოწმებს თითოეული კბილის ფესვს და მის ირგვლივ ქსოვილების მდგმარეობას. თუ ფესვი დაზიანებულია, სათანადოდ არ არის ნამკურნალები ან ისეთი ანთებითი პროცესია, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია, მასზე ხელოვნური გვირგვინების გაკეთება არ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორებამდე.

მკურნალობის დაგეგმვა

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ გაიკეთოთ ცირკონის ვინირები, სტომატოლოგი შექმნის თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას. ეს გულისხმობს ვინირების დიზაინს, ციფრული გამოსახულება და კომპიუტერული ტექნოლოგია ხშირად გამოიყენება ვინირების ვირტუალური მოდელის შესაქმნელად, რაც საშუალებას გვაძლევს ვიზუალურად წარმოიდგინოთ საბოლოო შედეგი რაიმე ფიზიკური სამუშაოს დაწყებამდე.

მომზადება

კერამიკული ვინირებისთვის მომზადება მოიცავს რამდენიმე საფეხურს, მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტომატოლოგიური პრობლემის მოგვარება: ყველა კარიესული კბილი უნდა დაიბჟინოს, ანთებითი პროცესები მოგვარდეს და ამოსაღები კბილი უნდა იქნეს ამოღებული. ამ დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია ღრძილების მდგომარეობის შეფასება. რბილი და მაგარი ნადები აუცილებლად უნდა მოშორდეს კბილებს. (ამ პროცედურას „რიხტერის კლინიკის“ მაღალკვალიფიციური პარადონტოლოგი ასრულებს, მსოფლიოში წამყვანი სტომატოლოგიური დანადგარების მწარმოებელი „ACTEON-ის“ მოწყობილობების საშუალებით, რომელთა მუშაობა არის ნაკლებნვაზიური, დამზოგველი და უმტკივნეულოა.) ვინირების მორგებამდე უნდა ჩატარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური წმენდა და მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში, კბილების ცირკონის გვირგვინებით დაფარვისას, კბილებიდან ნერვის ამოღება არ ხდება, მეტალოკერამიკის გვირგვინებისგან განსხვავებით.

კბილის პრეპარირება

ვინირები, როგორც წესი, დაახლოებით 0,5-დან 1 მილიმეტრამდე სისქეა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი სწორად მოერგოს კბილების მოცულობის გარეშე, მინანქრის მცირე რაოდენობა უნდა მოიხსნას და მცირედად დამუშავდეს მომავალი გვირგვინისთვის კომფორტული ფორმის მისაცემად.

პროცედურის დროს პაციენტის კომფორტის უზრუნველსაყოფად, ხშირად ტარდება ადგილობრივი ანესთეზია, კბილის ზედაპირი მუშავდება შესაბამისი სიჩქარის ბუნიკით და წყლით გაგრილების სისტემით. ყველა მოქმედება მიმართულია საკუთარი კბილის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ამოღებული მინანქრის რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენებული ვინირის ტიპზე და სასურველ შედეგზე.

კარგად მომზადებული კბილები დაგეხმარებათ უფრო ბუნებრივი გარეგნობის მიღწევაში.

ანაბეჭდი

შემდეგი ეტაპია დამუშავებული კბილების ანაბეჭდის აღება, როგორც ტრადიციულად, საანაბეჭდო მასით ან ციფრული სკანირებით. ანაბეჭდები გადაეცემა სატექნიკო ლაბორატორიას, სადაც ამზადებენ ცირკონის გვირგვინებს.

დამუშავებული კბილები კი იფარება დროებითი გვირგვიინებით. ის იცავს კბილებს მგრძნობელობისგან.

შემდგომ ციფრული პროტოკოლის შესაბამისად, ლაბორატორიაში დამზადებული დროებითი კბილების, მორგება ხდება, რომელიც იმეორებს მომავალი გვირგვინების ფორმას, ფერს და თანკბილვაში შესაბამისობას. პაციიენტი მას რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებს, ეჩვევა.

ეს ფორმები უზრუნველყოფს შემდგომში ვინირების იდეალურად მორგებას.
ამ დროს ხდება კბილის ირგვლივ ღრძილის ფორმირებაც, რაც მომავალში ხელოვნურ გვირგვინს ბუნებრიობას და მაღალ ესთეტიკას ანიჭებს.

როდესაც პაციენტი ადასტურებს, რომ დროებითი კბილებით კმაყოფილია და ღრძილიც ფორმირებულია, მხოლოდ მაშინ მზადდება მუდმივი ცირკონის კბილები.

საშუალოდ, ცირკონის გვირგვინების გაკეთების ხანგრძლივობა 2,5-3 კვირით განისაზღვრება და ჩვეულებრივ, 4-5 ვიზიტს მოიცავს.

კბილის მომზადება არის ფუნდამენტური ნაბიჯი კბილების ვინირების პროცესში, ფრთხილად და ზუსტი მომზადებით „რიხტერის კლინიკაში“ სტომატოლოგებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ პაციენტებმა მიაღწიონ ლამაზ, ბუნებრივ ღიმილს და შეინარჩუნონ კბილების ჯანმრთელობა და მთლიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები