საკრუიზო ლაინერი MS Westerdam-ის მიღებაზე აზიის 5-მა პორტმა უარი განაცხადა, ვინაიდან პორტის წარმომადგენლები სიფრთხილეს იჩენდნენ ბორტზე კორონავირუსით ინფიცირებულების შესაძლო არსებობის გამო. როგორც გამოცემა BBC-ი წერს, 5 უარის შემდეგ ლაინერი კამბოჯამ მიიღო.
საკრუიზო ლაინერმა MS Westerdam-მა ბანგკოკის პორტში 11 თებერვალს სცადა შესვლა, თუმცა ეკიპაჟს უარი უთხრეს, საიდანაც ტურისტებით სავსე ხომალდი კამბოჯისკენ გაემგზავრა. მანამდე გემი გააბრუნეს ტაივანიდან, გუამიდან და იაპონიიდან.
ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანიის კუთვნილი ლაინერი ჰონგ-კონგიდან პირველ თებერვალს გავიდა. ბორტზე 145 მგზავრი და ეკიპაჟის 802 წევრი იმყოფება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მგზავრები ხმელეთზე გადასვლას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ისინი ბორტზე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ამჟამინდელი მონაცმებით, ხომალდზე ვირუსი არცერთ მგზავრს არ უდასტურდება.
შეგახსენებთ, იაპონიის ოიკოჰამას პორტთან კიდევ ერთი საკრუიზო ხომალდი დგას, რომლის ბორტზე მყოფი პირებიდან 200-ზე მეტს კორონავირუსი დაუდგინდა.