მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 პროექტი, რომელთაც „აჭარა ჯგუფის“ ახალი კომპანია D Block განახორციელებს

632b2959a46de
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.22 17:30
3085
„აჭარა ჯგუფის" მართვის ქვეშ შექმნილი ახალი კომპანია D Block კომპანიის ბიზნესის ახალ მიმართულებას უხელმძღვანელებს. „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილმა სასტუმრო "სტამბაში", გუშინ კომპანიის წარდგენის ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი კომპანია სამუშაო და საფესტივალო სივრცეების, ასევე ინოვაციების ცენტრების პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნა.

„წლების განმავლობაში ჩვენი ძირითადი საქმიანობა სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების განვითარება ადგილობრივი ბრენდებით იყო. ამასთან ამ პერიოდის განმავლობაში ასევე რამდენიმე ინვესტიცია ისტორიული შენობის აღდგენაში გავაკეთეთ და ძირითადად ჩვენ შენობების გარდაქმნაზე ვმუშაობთ, მათ შორის არის რადიოქალაქი, ყოფილი თბოელექტროსადგური, ყოფილი სახანძრო რუსთავში, საგრენაჟო ქარხანა ქუთაისში - ყველა ამ შენობის ბიზნესმოდელი საერთო სამუშაო სივრცეების, ინოვაციის ცენტრებისა და საფესტივალო სივრცეების შექმნაა. ასე რომ დღეს წარვადგინეთ კომპანია D Block-ი, რომელიც ყველა ამ სივრცის განვითარებასა და მართვაზე იმუშავებს“, - განაცხადა ოთარ ბერიშვილმა.

D Block-ის სამოქმედო არეალზე, თავის მხრივ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ანი დაბრუნდაშვილმა ისაუბრა და ის ვადები დაასახელა, როცა ამ პროექტების დასრულება იგეგმება.

ეს კომპანია შექმნის სამუშაო სივრცეებს თბილისსა და შემდგომში რეგიონების მასშტაბით - რუსთავსა და ქუთაისში. ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც თბილისში 2023 წელს გაიხსნება სასტუმრო „სტამბაში“ არსებული შენობაა, ასევე რადიოქალაქი 2023 წლის ბოლო კვარტალში; კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც D Block-ი თბილისში გახსნის არის ყოფილი თბოელექტროსადგური, ასევე რუსთავში სახანძრო შენობა და ქუთაისში ყოფილი საგრენაჟო ქარხანა. ეს ის პროექტებია, რომელიც მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში განვითარდება. ჯამში 85 000 კვ.მ ფართობზეა საუბარი“, - აღნიშნა დაბრუნდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები