თუ საახალწლოდ საყვარელი ადამიანების საჩუქრებით გახარება ვერ მოასწარი, შობის ღამე გამოიყენე ამისთვის. ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბით სწორედ შობის ღამე არის საჩუქრების მიმოცვლის დრო, ამას ქრისტიანებისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, ჩვენ ახლობლების გახარებისთვის ნებისმიერ მიზეზს გამოვიყენებთ, ამიტომაც ახალი წლისთვის საჩუქრებს რომანტიკულ პარტნიორებს - შეყვარებულებსა თუ ცოლ-ქმრებს ვუკეთებთ ხოლმე. საშობაოდ კი დროა, ოჯახის წევრები გავახაროთ, დედ-მამა, და-ძმა თუ ჩვენი შვილები. შობის ღამეს ოჯახთან ერთად დროის გატარება, ვახშამი და ნაძვის ხის ძირში დატოვებული საჩუქრების განაწილება უპირობოდ მნიშვნელოვანი და ლამაზი ტრადიციაა. საჩუქრების იდეებს თუ ეძებთ, გლოვოს აპლიკაციაში შეხვდებით საყვარელ ობიექტებს გრანდიოზული ფასდაკლებებით ხოლო იმისათვის, რომ შენ მაქსიმალურად დაზოგო დრო, ენერგია და ბიუჯეტი საინტერესო ხრიკებს ჩვენ მოგაწვდით.
თიბისისა და საქართველოში მიტანის ყველაზე ფართო მასშტაბიანი სერვისის - გლოვოს პარტნიორობის ფარგლებში სადღესასწაულო კამპანია გრძელდება. თუ ფლობ თიბისის სადებეტო ბარათს, გეძლევა საშუალება განათავსო შეკვეთა გლოვოს აპლიკაციაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტში სამშაბათობით და შაბათობით და დაიბრუნო 10 ლარი მინიმუმ 30 ლარის დახარჯვისას. ქეშბექი გლოვოს ანგარიშზე შემდეგ სამუშაო დღეს აისახება. ამასობაში გლოვოს პარტნიორი ობიექტები საახალწლო-საშობაო ფასდაკლებებს გვთავაზობენ 20-დან 50%-მდე.
ბავშვებისთვის ეძებ საჩუქარს?- Super Toys 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს
ბავშვებისთვის საუკეთესო და მრავალფეროვან არჩევანს Super Toys-ში შეხვდები. განსაკუთრებით პოპულარულობით სარგებლობს Lego სათამაშოები, რომლებიც მოზარდებში ავითარებს პრობლემების გადაჭრის უნარებს, ავითარებს მათში ჟინიანობასა და ამავდროულად მოთმინების უნარს. თუკი ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში ლოგიკური აზროვნების განვითარების ანიჭებთ უპირატესობას, სამაგიდო თამაშები საუკეთესო არჩევანია. ყველასთვის საყვარელი და ცნობილი თამაშია “მონოპოლია”, რომელიც ლოგიკურ-სტრატეგიულ აზროვნებასთან ერთად, ფინანსურ განათლებასაც უყრის საფუძველს.
კოსმეტიკა და სახის მოვლის საშუალებები ქალბატონებისთვის
GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელები 50%-იან ფასდაკლებას გვთავაზობენ კოსმეტიკისა და სახის მოვლის ნაკრებებზე, რაც ყველა ქალბატონს გააბედნიერებს. ყველა ქალს სურს ცნობილი ბრენდების თავის მოვლის საშუალებების შეძენა, თუმცა ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ამ სიამოვნებაზე თანხების დასაზოგად. თუ შენ იცნობ ასეთ ქალბატონს, საუკეთესო შანსი გაქვს გაახარო ის საჩუქრების სეზონზე!
ყველაზე “უსაფრთხო” საჩუქრის იდეა გჭირდება?
თუ კარგად ვერ ერკვევით თავის მოვლის სფეროში და შედარებით “უსაფრთხო” გამოსავალს ეძებთ, სუნამო საუკეთესო არჩევანია. გლოვოს აპლიკაციაში სადღესასწაულოდ “ვულე-ვუ” 20%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გვაძლევს ავარჩიოთ საჩუქარი როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.
არ დავტოვოთ უყურადღებოდ სახლის აქსესუარები
საჩუქრებზე ფიქრისას ცოტას თუ მოსდის აზრად სახლის აქსესუარები, რეალურად კი ყველას ძალიან გვახარებს და გვაბედნიერებს საკუთარი სივრცის გალამაზება და მორთვა. მოუთმენლად ველით დამღლელი დღის ბოლოს სახლში დაბრუნებას, დეკორაციებით მორთული, ესთეტიკური გარემო კი განწყობას ერთიორად გვიმაღლებს და ამ სიამოვნებას ყველა ვიმსახურებთ. Manamo-tac 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს გლოვოს აპლიკაციაში, იმისათვის რომ საჩუქრების სეზონზე საყვარელი ადამიანების გაბედნიერება უფრო შეღავათიანი იყოს ჩვენთვის. ასევე აქვს ფასდაკლება Miniso-ს, სადაც საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს შევხვდებით 20%-იანი ფასდაკლებით.
საახალწლოდ სუფრაზე დაგპატიჟეს?- წაიყოლე თან სასმელი
ალკოჰოლური სასმელი დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი და ამასთანავე უნიკალური სასაჩუქრე იდეაა. ყველასთვის ცნობილი მაღაზიები Alcorium და Smugglers 30-40%-იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. თუ უეცრად დაგპატიჟეს სუფრაზე, ან უბრალოდ დღესასწაულების აღნიშვნისას სასმელი შემოგაკლდათ, გამოიძახეთ გლოვოს ობიექტებიდან ფასდაკლებით და კურიერი წუთებში მოგაწვდით ადგილზე.
აჩვენე ახლობლებს რომ მათზე ფიქრობ, გამოიყენე სადღესასწაულო აქციები, განათავსე შეკვეთები გლოვოს აპლიკაციაში თიბისის ბარათით და დაიბრუნე თანხა უკან.
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელონაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://glovoapp.com/ge/ka/
(R)