2023 წლის 5 სექტემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD24307439) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 3.4 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC27127058) განათავსებს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახაზინო ობლიგაციების (GETC27127058) აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.