მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელში 130-ზე მეტმა მეწარმემ ბიო სერტიფიცირება შეაჩერა - რატომ ვერ ვითარდება ბიომეურნეობა ქვეყანაში?

საქართველოს ბიოდინამიური ღვინის წილით მსოფლიოში ლიხტენშტაინთან ერთად ბოლო პოზიციაზეა- ასეთია ბოლო სტატისტიკა, რომელიც ამერიკის ღვინის ეკონომისტთან ასოციაციის ვებ-გვერდზე იძებნება. მათივე ინფორმაციით, ორგანულ მევენახეობაში საქართველო 53 ქვეყანას შორის 25-ე პოზიციას იკავებს, რაც გულისხმობს ორმაგი ბიოსერტიფიცირების მაჩვენებელს, რომელიც მეწარმის როგორც ღვინოს ისე ვენახს აქვს. ბიოსერტიფიცირების დაბალ მაჩვენებელს მეწარმეები როგორც მეღვინეობაში ისე სხვა პროდუქტების წარმოებაში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ბიოსერტიფიირების კომპანია კავკასერთის ვებ-გვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბოლო 5 წელიწადში 130-ზე მეტმა მეწარმემ შეაჩერა ბიო სერტიფიცირება. ამ მიმართულებით მომუშავე მეწარმეები სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ, ერთ-ერთი მომსახურების მაღალი ღირებულებაა, რომელსაც მეწარმეები ვერ უმკლავდებიან. თუმცა მეწარმეები ნაწილი სხვა მიზეზზე საუბრობს. მათი თქმით, დღეს მეწარმეები თავიანთი პროდუქციის ეტიკეტებზე ბიო ხარისხის ნიშანს ყოველგვარი სერტიფიცირების გარეშე ათავსებენ, მათ კი არავინ ამოწმებს, რაც იმ მეწარმეებს, რომლებიც სერტიფიცირებაში თანხებს ხარჯავენ არასამართლიან გარემოში აყენებენ.

2022 წელს სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო უწევს და პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ბიოლოგიური წარმოების ხელშეწყობასა და არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც წარმოების სერტიფიცირებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს. როგორ მუშაობს ბიომეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რამდენად ერგება ის დღეს მეწარმეების საჭიროებებს და რატომ ვერ ხდება ქვეყანაში ბიომეურნეობების განვითარება?

სტუმარი: შალვა ქურდაძე - მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები