საქართველოსთვის გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი კვლავ შემცირებული რჩება.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 5 თვეში ბიუჯეტში ტრანზიტული ტრაილერების გატარებიდან 69.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად ₾4 მილიონით ნაკლებია.
ამ პერიოდში საქართველოს გზებით 197 518 ტრაილერმა ისარგებლა.
რაც შეეხება მხოლოდ მაისს, გასულ თვეში საქართველოს ბიუჯეტში სატვირთოების გატარებიდან ₾15.7 მილიონი შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ თვეში საქართველოს ტრანზიტულად 45 ათასამდე ტრაილერმა გამოიყენა.


























