მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველოში 419 ტონა ნაყინის იმპორტი განხორციელდა - საიდან და ვის შემოაქვს საქონელი?

64a12ccd3bb32
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 13:50
3080
2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში 2 მილიონ 103 ათასი დოლარის ღირებულების 419 ათასი ტონა ნაყინი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნაყინის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულებით 28.4%-ით, ხოლო მოცულობით 9.1%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე ნაყინის ფასი შემცირდა. ამასთან, აღსანიშნია, რომ ნაყინის შემოტანა მთავარი საიმპორტო ქვეყნიდან - თურქეთიდან და რუსეთიდან შემცირებულია, ხოლო უკრაინიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა.
იანვარ-მაისის განმავლობაში ქვეყანაში ნაყინი ძირითადად 10 ქვეყნიდან შემოვიდა. საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. თურქეთი - 677 ათასი დოლარი, 123 ტონა;
2. რუსეთი - 486 ათასი დოლარი, 71 ტონა;
3. უკრაინა - 388 ათასი დოლარი, 105 ტონა;
4. საფრანგეთი - 208 ათასი დოლარი, 36 ტონა;
5. სომხეთი - 169 ათასი დოლარი, 55 ტონა;
6. გაერთიანებული სამეფო - 51 ათასი დოლარი, 3 ტონა;
7. ბელარუსი - 45 ათასი დოლარი, 12 ტონა;
8. ყაზახეთი - 39 ათასი დოლარი, 8 ტონა;
9. გერმანია - 24 ათასი დოლარი, 3 ტონა;
10. ესპანეთი - 12 ათასი დოლარი, 1 ტონა.

რაც შეეხება იმას ვის შემოჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ნაყინი საქართველოში, BM.GE-მ საქსტატიდან ნაყინის იმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა. მათი ჩამონათვალი ასეთია: შპს ბ&რ ჯორჯია; შპს აის ლენდ ჯორჯია; შპს ჰავი ლოჯისტიკს; შპს შარმ ტრეიდინგი; შპს ფუდსერვისი; შპს სილქ გასტრონომი; შპს სას; შპს მარსი საქართველო; შპს ინტრეიდი; იმ "სუსანნა მკოიან".

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ნაყინის ექსპორტი მაჩვენებლები მინიმალურია და წელს იანვარ-მაისში ქვეყნიდან საქონლის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში მოხდა, სადაც 131 ათასი დოლარის ღირებულების 9 ტონამდე ნაყინი გავიდა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით სომხეთში ნაყინის ექსპორტის ღირებულება გაიზარდა (93 ათასი დოლარი, 9 ტონა). ამასთან 2022 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან ნაყინის ექსპორტი ისრაელშიც ხდებოდა (97 ათასი დოლარი, 16 ტონა).

2022 წლის მონაცემებით, ექსპორტიორ კომპანიებს შორის იყვნენ შპს აის ლენდ ჯორჯია; შპს ბარამბო; შპს შარმ ტრეიდინგი, რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-მაისში ნაყინის ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციას, ის კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვით ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა და გაცემას არ ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები