მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველოში გაზის იმპორტი 10%-ით 1.7 მლრდ მ3-მდე გაიზარდა

გაზი

საქსტატის ინფორმაციით, წელს ხუთ თვეში საქართველომ 1.7 მლრდ მ3 მოცულობის გაზი იყიდა (წლიური ზრდა 10%) აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, თუმცა ზუსტი მოცულობები რომელი ქვეყნიდან რამდენი იქნა შეძენილი, ამ ინფორმაცია სემეკი წლიურ ანგარიშში დაწერს.

რაც შეეხება მოხმარებას, 2026 წლის იანვარ-მაისში ბუნებრივი აირის მოხმარებამ 1.73 მლრდ მ3 შეადგინა, აქედან 233 მლნ მ3 თბოსადგურების მოხმარება იყო, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თბოსადგურების მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა მცირედით დაახლოებით 30 მლნ მ3-ით არის გაზრდილი. ჯამური მოხმარება კი ქვეყანაში 10%-ით გაიზარდა.

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. უშუალოდ სამხრეთ კავკასიური გაზსადენით ქვეყანამ 235 მლნ მ³ გაზი მიიღო. გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული. რუსეთიდან კი გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები