მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“50 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება” - ირაკლი ქარსელაძე შოვის სტიქიაზე

სტ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ეთერში კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც უკვე უსაფრო ადგილას იმყოფებიან და ყველა აუცილებელი საჭიროებით არიან უზრუნველყოფილი. ხვალ მათი გადმოყვანაა დაგეგმილი. 

მან ასევე განცხადება გააკეთა იმ პირებზე, ვისთან კავშირიც ამ დრომდე ვერ ხერხდება:"ასევე 50 ადამიანია რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი.  ამ დროისთვის გარდაცვლილების ამოყვანა მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უკვე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები