მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხიდის აღდგენა პროცესის განვითარებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს" - რა ვითარებაა შოვში?

ქარსელ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში მიმდინარე ვითარებაზე "tv პირველის"ეთერში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამჟამინდელი მიზანია საგზაო კომუნიკაცია აღდგეს, რისთვისაც ღამის განმავლობაში ხიდის აწყობა მოხდება.

"მნიშვნელოვანია საგზაო კომუნიკაცია აღვადგინოთ -  ხიდის აღდგენა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს პროცესის განვითარებას. მოტანილია და დაწყებულია დატვირთვა და ღამის განმავლობაში მოხდება აწყობა. 

ხვალ დილიდან მძიმე ტექნიკის გადასვლა დაიწყება მდინარით და შემდეგ ხიდის დადება მოხდება და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება, რომ ხიდი ფუნქციური იყოს. 

სამუშაოები აქაც დავიწყეთ და ასევე ალტერნატიული გზით მეორე მხრიდან შევდივართ არეალთან მიმართებაში, რათა მეორე ფრონტი გავხსნათ,  რომ მაშველებმა და ჯარმა ერთობლივად შეძლონ მეორე მხრიდან მუშაობა, " - განაცხადა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები