მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა - შსს

ლაძე

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

"მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089

თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ზაზა ცხაკაია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პარმენ მარგველიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მერაბ გამყრელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს", - წერია ინფორმაციაში. 

“50 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება” - ირაკლი ქარსელაძე შოვის სტიქიაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები