მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

500 Global
25.09.24 11:48
44

საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეშვიდე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროექტი 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.

წელს, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 13 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან. მსოფლიოში აღიარებულ აქსელერაციის მენტორებთან ერთად, სტარტაპები იმუშავებენ მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და მომხმარებლებზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის შექმნაზე. დარჩენილი რვა კვირის განმავლობაში კი მენტორებთან ერთად ჩაატარებენ ბიზნეს ექსპერიმენტებს, რათა აღმოაჩინონ ინდივიდუალურად მათ სტარტაპებსა და პროდუქტებზე მორგებული ბიზნეს სტრატეგია, რაც სწრაფ ზრდაში დაეხმარებათ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მონაწილეები იმუშავებენ ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე და გაივლიან Demo Day-სთვის მოსამზადებელ ეტაპებს.

პროგრამა Demo Day-ს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარ ბიზნესებს ფართო საზოგადოებას - ინვესტორებს, მედიის წარმომადგენლებსა და ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს გააცნობენ.

პროექტის დასრულების შემდეგ, 500 Global in Eurasia კვლავ აქტიურად განაგრძობს მონაწილე სტარტაპების სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას და მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით მათ მხარდაჭერას.

უკვე 70-ზე მეტმა სტარტაპმა 10 ქვეყნიდან გაიარა 500 Global in Eurasia-ს პროგრამა საქართველოში. მათ შორისაა Praktika.AI - სტარტაპი, რომელმაც წელს 35.5 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო.

წლევანდელი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:

DDD Invoices - ფინტექ ინფრასტრუქტურა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, API-ს მეშვეობით ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ინვოისები გამოსცენ, რომელიც საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვა, შეამცირებს R&D დანახარჯებს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე კომპანიის მასშტაბირებას.

&Volume: &Volume ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის მართვის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლისგან დამოუკიდებლად ახორციელებს ვალუტის შესყიდვას, ახდენს მუდმივად ცვალებად ბაზართან და მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაციას - თუმცა, დაგროვილ ფონდებს მომხმარებელი თავად განკარგავს.

IKI.AI: ეს არის AI კვლევის ასისტენტი, რომელიც ბიზნესებსა და პროფესიონალებს ეხმარება, შექმნან და გააანალიზონ კომპლექსური კონტენტი LLM ციფრული ბიბლიოთეკის მეშვეობით.

Tezbor, Inc: პლატფორმა ეხმარება ონლაინ საცალო მოვაჭრეებს, AI-ზე დაფუძნებული ლოჯისტიკური გადაწყვეტილებებით გაზარდონ გაყიდვები, Gig-Economy Driver-ისა და Parcel-shop-ის ქსელის გამოყენებით კი ხელი შეუწყონ საკუთარი ბიზნესის მასშტაბირებასა და შემოსავლების ზრდას.

Nexus Lab: ეხმარება ავიაკომპანიებს, გადავიდნენ მდგრად ავიაციაზე, ფრენის ოპტიმიზაციის პროგრამული გადაწყვეტების მეშვეობით, შეამცირონ კონტრაილი (თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებული კვალი) და შესაბამისობაში მოვიდნენ ევროკავშირის 2025 წლის რეგულაციებთან.

Unitlab AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, მონაცემთა ანოტაციის პლატფორმაა, რომელიც იყენებს როგორც ტექსტუალურ, ასევე, ვიზუალურ მასალას და მომხმარებელს ეფექტურ გადაწყვეტებსა და ავტომატური მარკირების ინსტრუმენტებს სთავაზობს, რაც AI პროექტების სწრაფად განხორციელებას უწყობს ხელს.

Workplaced ეხმარება კომპანიებს, მომხმარებელზე ორიენტირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შექმნან სტრატეგიული HR და კორპორაციული უძრავი ქონების მართვის გადაწყვეტები, შეამცირონ თანამშრომლების უკმაყოფილება, გაზარდონ მათი პროდუქტიულობა და მოახდინონ უძრავი ქონების პორტფელის ოპტიმიზაცია.

Telemetree: მონაცემებზე დაფუძნებული ხელსაწყოებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელს აძლევს წვდომას Telegram-ისა და Discord-ის თამაშებსა და აპლიკაციებზე.

Widgera: ვებგვერდის შემქმნელი ინსტრუმენტია, რომელიც არ საჭიროებს კოდის წერას, ხელს უწყობს კონვერტაციის მაჩვენებლების ზრდას, AI-ზე დაფუძნებული, პერსონალიზებული და ავტომატური ვებ-გამოცდილების შექმნის მეშვეობით.

Mentica: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესებს, შექმნან პერსონალიზებული კარიერული განვითარების გეგმა დასაქმებულებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი კმაყოფილების დონის ზრდას.

Algebras AI: იძლევა MENA, SEA ბაზრებზე შეუფერხებელი მასშტაბირების შესაძლებლობას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექსტის ტექსტად და ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის ხელსაწყოების მეშვეობით. რაც უზრუნველყოფს კონტენტზე ხელმისაწვდომობის ზრდას იმ რეგიონებში, სადაც ადრე ისინი მიუწვდომელი იყო.

Aldente AI ეხმარება ქსელების გაყიდვების 30%-ით ზრდას, მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და AI ოპტიმიზაციის მეშვეობით.

Markster: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბიზნესის მართვის სისტემაა, რომელიც B2B სააგენტოებს მასშტაბირებაში ეხმარება, GOD (ზრდის, ოპერაციების და აღსრულების) ჩარჩოს, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის მეშვეობით, ისეთი კრიტიკული გამოწვევების გადაწყვეტების შემუშავებით, როგორიცაა თანამშრომელთა კმაყოფილების დონის ზრდა, ხარისხის სტანდარტიზაცია და მომხმარებელთა კმაყოფილება.

2022 წელს, 500 Global-ს, საქართველოს ბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეთანხმების ფარგლებში, 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ თბილისში აქსელერაციის პროგრამას გამართავს.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.3 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 150+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები