მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$500-მილიარდიანი შეფასებით OpenAI პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი გახდა

OpenAI

ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე ფოკუსირებული სტარტაპის, OpenAI-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მან 500 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ მაჩვენებლით OpenAI პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი გახდა და მან ილონ მასკის SpaceX-ს ოფიციალურად გადაუსწრო.

რეკორდული შეფასების მიღწევასთან ერთად, სემ ოლტმენის კომპანიამ კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლო, რაც სტარტაპის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპს უკავშირდება. ამ პარამეტრით OpenAI ფაქტობრივად უკონკურენტოა და მისი განვითარების ტრაექტორიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ვერტიკალური.

ChatGPT-ის შემოქმედ სტარტაპს შთამბეჭდავი შედეგები აქვს შემოსავლების მიმართულებითაც, რომელმაც 2025 წლის პირველ ნახევარში 4.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად ასეთი მაჩვენებლისა, ინვესტორები მიიჩნევენ, რომ OpenAI-ის გაცილებით დიდი მოცულობის შემოსავლის მიღების პოტენციალი აქვს და ამიტომაც ისინი მზად არიან, სტარტაპის წილის სანაცვლოდ დიდი პრემიუმი გადაიხადონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები