მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუშვეს OpenAI-ს დირექტორი სამსახურიდან და რა ელის სემ ოლტმენს?

სემ ალტმანი

სემ ოლტმენი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემოქმედი კომპანიის, OpenAI-ს დამფუძნებელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.

სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით, ოლტმენმა კომპანიის მენეჯმენტის, თანადამფუძნებლებისა და ინვესტორების წინაშე ნდობა დაკარგა, სწორედ ამიტომ ის OpenAI-ს მართვის პროცესს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს.

საბჭოს მიერ დასახელებული მიზეზი საკმაოდ ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ChatGPT წლის სენსაციად იქცა და მისმა გამოჩენამ ბაზარზე ერთგვარი AI-ბუმი გამოიწვია. ამჟამად ChatGPT-ს 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხელოვნური ინტელექტის წარმატების ფონზე კი, OpenAI მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპად იქცა, რომლის საბაზრო შეფასება ამჟამად $90 მილიარდს აღწევს.

ობიექტური თვალსაზრისით, სემ ელტმენი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც უოლ-სტრიტის წარმომადგენლები მარკ ცუკერბერგსა და ბილ გეიტსაც კი ადარებენ. მიუხედავად ამისა, OpenAI-ს საბჭო მაინც უკმაყოფილოა და ამ ყველაფერს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კომპანიის ფინანსური წარმატება განაპირობებს. საქმე ისაა, რომ OpenAI-ს დაფუძნების მიზანი AI-ტექნოლოგიის განვითარება და კვლევითი საქმიანობის განხორციელება იყო და არც პირდაპირი კომერციული სარგებლის მიღება.

საბჭოს წარმომადგენლების განმარტებით, სემ ელტმენმა იმ ძირითად პრინციპებს უღალატა, რაზეც კომპანია წლების განმავლობაში იდგა და ახლა მისი ერთადერთი მიზანი ChatGPT-ის დახმარებით მეტი ფულის შოვნაა, ამის მისაღწევად კი ის ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის დაჩქარებას გეგმავს, რაც სარისკოა, რადგან AI-ს შეუძლია კაცობრიობისათვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეში OpenAI-ს საბჭოს წევრები არა რობოტების აჯანყებაზე, არამედ ხელოვნური ინტელექტის ტერორისტების, თაღლითებისა და ცუდი აქტორების ხელში ჩავარდნაზე საუბრობენ.

OpenAI-ს საბჭოს წევრების ლოგიკა აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან ChatGPT-ს კომერციალიზაციამ ხელოვნურ ინტელექტთან ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დრამატულად გაზარდა, AI-ს მიერ გენერირებული კონტენტის შემოწმება კი უკვე ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ის ყოველდღიურად მილიონობით გიგაბაიტის მონაცემებს ქმნის. ამ მონაცემებიდან რომელი იქნება კაცობრიობისთვის საშიში, ამის გაგება უკვე ძალიან რთულია.

როგორც ჩანს, OpenAI-ს პოზიციას არ იზიარებს Microsoft-ის ხელმძღვანელობა, რომელმაც სამსახურიდან განთავისუფლებული სემ ოლტმენი Microsoft-ის AI დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა და საჭირო რესურსებით მომარაგების პირობაც მისცა. Microsoft-ს რომ ხელოვნური ინტელექტით ფინანსური სარგებლის მიღების დაუოკებელი სურვილი აქვს, ეს ისედაც ნათელია, რადგან ამის გარეშე კომპანია $2.7-ტრილიონიან კაპიტალიზაციას ნამდვილად ვერ მიაღწევდა.

ახლა უკვე Microsoft-ის ამბიციურ გუნდს ოლტმენის სახით AI-ინდუსტრიის პიონერიც შეუერთდა, რაც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული ტექნოლოგიურ გიგანტის გამარჯვებად. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ OpenAI-ს უმსხვილეს ინვესტორიც Microsoft-ია, შესაბამისად, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანია ყველანაირი სცენარით გამარჯვებულია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები