მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და სწრაფად მზარდ ხელოვნურ ინტელექტს, ChatGPT-ს ყოველკვირეულად 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ სერვისად აქცევს.
ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ს ხელმძღვანელი სემ ალტმანი აცხადებს, რომ მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიიდან 460 თითქმის ყოველდღიურად იყენებს ChatGPT-ს სერვისს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ OpenAI-ს მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი კორპორაციული მომხმარებლებისთვისაც საინტერესოა.
უნდა აღინიშნოს, რომ AI-ით აღჭურვილი ჩატბოტების ეპოქა სწორედ OpenAI-მ დაიწყო, თუმცა ამჟამად ChatGPT ბაზარზე ერთადერთი მოთამაშე არ არის, უფრო მეტიც, თითქმის ყველა უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნა-განვითარებაზე მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთია Google-ს მიერ შექმნილი Bard-ი.
მართალია, OpenAI-ს ფინანსურად მხარდაჭერას Microsoft-ი უზრუნველყოფს, თუმცა ტექნოლოგიური სტარტაპი დამოუკიდებლად იმართება და ChatGPT-ის განვითარებაში OpenAI-ს სრული თავისუფლება აქვს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.