მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

525,000 მომხმარებელი - BM.GE-ს მკითხველთა რაოდენობა მაისში 12%-ით გაიზარდა

642bf327bdbdf
05.06.24 19:00
1051

Google Analytics-ის მონაცემებით, 2024 წლის მაისში ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ (Users) 525 ათასი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 12%-ით მეტი იყო. Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ 525 ათასმა მკითხველმა (User) ვებგვერდზე სულ 2.3 მილიონი სესია განახორციელა, რაც წინა თვესთან შედარებით 15.9%-ით მეტი იყო.

გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მომხმარებლებიდან, 444 ათასი საქართველოდან სტუმრობდა ვებგვერდს, 12 ათასი ნორვეგიიდან, 11 ათასი იტალიიდან, 10 ათასი აშშ-დან, გერმანიიდან 8 ათასი, საბერძნეთიდან 6 ათასი, საფრანგეთიდან კი 4 ათასი.

ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 59.8% ქალი, 40.2% კი მამაკაცი იყო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები