ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში, საბაზისო პროდუქტებზე არსებული ფასების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას - ამოქმედდა. საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წარადგინა. ვებპლატფორმის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისიამ 1 მაისს თითქმის, სამთვიანი სამუშაო პროცესი დაასრულა და FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, ქსელურ მარკეტებში საბაზისო ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ვებპლატფორმაზე განათავსოს. პლატფორმის შექმნისთვის მთავრობამ 53 ათასი ლარი გამოყო. როგორ მუშაობს ekalata.gov.ge? როგორ აფასებს რითეილ სექტორი მის ამოქმედებას და კიდევ რა ღონისძიებები იგეგმება ფასების კომისიის რეკომენდაციის ფარგლებში.


































