მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

551 ინფიცირებული, 880 გამოჯანმრთელებული - დღის covid-სტატისტიკა

5ffbeb7311d75
ინგა მურუსიძე
11.01.21 10:58
647
ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 551-ით, 239 780-მდე გაიზარდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. კერძოდ, სპეციალურ გვერდზე stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 880-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებლი ამჟამად 226 215-ს შეადგენს.

11 იანვრის სრული სტატისტიკა ასეთია:

მათ შორის გარდაცვლილი - 2796 , ბოლო 24 საათში - 23
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით
კარანტინის რეჟიმში - 452
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3894
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 746.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები