დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 589 მძიმე პაციენტია, მათგან 281 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა ქვეყანაში არის 15 501; 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, ხოლო აჭარაში - 699.
გარდა ამისა, 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში-1 412.
3 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 44522
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 28633
მათ შორის გარდაცვლილი - 362
კარანტინის რეჟიმში - 3080
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4253
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2264
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41




























