კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 6-ით, 818-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 686 და ეს რიცხვი 3-ით გაიზარდა.
განახლებული სტატისტიკა ასეთია:
გარდაცვლილი - 13
კარანტინის რეჟიმში - 2902
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ახალ ინფიცირებულთა შორის უმრავლესობა მედიკოსია, ხოლო 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია.