მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი ფრენები აღადგინა

air china

ჩინეთმა განაცხადა, რომ ეროვნული ავიაკომპანია Air China, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ეს ნაბიჯი პეკინსა და ფხენიანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას მოჰყვა.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოს, ჩრდილოეთ კორეის დანარჩენი სამყაროსთვის გასახსნელად.

ორ დედაქალაქს შორის სატრანსპორტო კავშირები 2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის დაწყებისას შეჩერდა, როდესაც ფხენიანმა საზღვრები მკაცრად ჩაკეტა.

მართალია, ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანია Air Koryo-მ პეკინში ფრენები 2023 წელს განაახლა, ხოლო 2024 წელს რუსულ ტურისტულ ჯგუფებს სტუმრობის ნება დართო, ჩინეთთან საჰაერო და სარკინიგზო კავშირების აღდგენა უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ მოვლენად მიიჩნევა. ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი 26-მილიონიანი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და დიპლომატიური თუ ეკონომიკური მხარდაჭერის საკვანძო წყაროა.

სამხრეთ კორეის საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიამდე, 2019 წელს, ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 300 000 უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა და ტურისტების 90%-ს ჩინელები შეადგენდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები