მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვე საქმიანობაში და 40 წარმატებული პროექტი - ბათუმის პრემიუმ ავეჯის საწარმო „მობილია ბათუმი“ შედეგებს აჯამებს

მობილია ბათუმი

ბათუმში, ჭოროხის ქუჩაზე, პრემიუმ ხარისხის ავეჯის საწარმო „მობილია ბათუმი“ უკვე ექვსი თვეა ფუნქციონირებს.

წარმოება, რომელიც 10 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, სპეციალიზდება კორპორატიული ავეჯის წარმოებაში და მომხმარებელს წარმოების სრულ ციკლს - ესკიზიდან საბოლოო მონტაჟამდე სთავაზობს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სოფი ვარშანიძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმო 5 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული და უახლესი, 2024 წლის დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც მეტ მოქნილობასა და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

მისი თქმით, „მობილია ბათუმი“ ძირითადად ინდუსტრიული ტიპის პროექტებზეა ორიენტირებული და უკვე ასამდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

"კომპანია გათვლილია მოცულობითი და მასშტაბური პროექტების შესრულებაზე. შეგვიძლია სრულად აღვჭურვოთ სასტუმროები, რესტორნები და ბრენდირებული სივრცეები როგორც ოთახის ავეჯით, ისე საერთო ზონების, ლობისა და რესტორნის ავეჯით, დეკორაციებითა და რბილი ავეჯით“, - აღნიშნა ვარშანიძემ.

საწარმომ ოპერირების პირველივე თვეებში რამდენიმე მსხვილი პროექტი უკვე განახორციელა. მათ შორისაა, ბათუმში „ჰემპტონ ბაი ჰილტონის“ საერთო სივრცეების სრულყოფილი აღჭურვა და სასტუმრო „ლოპოტაზე“ 88 ნომრის ავეჯის შესრულება. კომპანიამ ექვს თვეში ჯამში დაახლოებით 40 პროექტი დაასრულა.

სოფი ვარშანიძის შეფასებით, კომპანია განსხვავებული დიზაინის ავეჯს აწარმოებს და ნებისმიერი დიზაინერული გადაწყვეტილების რეალობად ქცევა შეუძლია. : “გვყავს ავეჯის ინჟინრები, რომლების დიზაინერის შექმნილ ნებისმიერი სირთულის ესკიზს რეალობად აქცევენ. შესაბამისად, იდეის თავისუფლად განხორციელების კუთხით, მომხმარებელს ძალიან ფართო შესაძლებლობებს ვთავაზობთ”, - თქვა მან.

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას, კომპანია ამ კუთხითაც აქტიურად მუშაობს და იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ წარმოებული ავეჯი ევრო 1-ის სტანდარტების აკმაყოფილებს, ექსპორტის გატანა მათთვის გამოწვევას არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები