2025 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1.8 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას 1.2%-ით აღემატება.
კომპანიის განცხადებით, მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობასა და აბონენტთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4,5%-ით (34,3 ათასი აბონენტით) 798 ათასამდე გაიზარდა, საიდანაც 714.5 ათასი - ფიზიკური, ხოლო 83,4 ათასი – იურიდიული პირია.
2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 302 კმ შეადგინა, რაც 4,3%-ით (302 კმ-ით) აღემატება 2024 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს.




























