მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ექსპლუატაციაში 1 465 ობიექტი მიიღეს - როგორია ზრდა და რეგიონების მიხედვით განაწილება?

ეკ
BM.GE
31.07.23 23:00
29

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ექსპლუატაციაში 1 465 ობიექტი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.4%-ით აღემატება. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1 მილიონ 337 ათასი კვ.მ ფართობი მიიღეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ქვეყანაში გაცემული ნებართვების მსგავსად, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების დიდი ნაწილი თბილისში მდებარეობს.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით კი ასეთია: თბილისი - 34.3%; მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 13.5%, კახეთი - 11.6%; ქვემო ქართლი - 9.2%; იმერეთი - 8.5%; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.9%; შიდა ქართლი - 6.8%; სამცხე-ჯავახეთი - 3.6%; გურია - 2.3%; აჭარა - 1.7%; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები