მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ჰესების გამომუშავება თითქმის 4%-ით შემცირდა

64c4a9e9f1219
მარიამ ვარადაშვილი
29.07.23 11:31
518

2023 წლის პირველ ნახევარში ჯამური მოთხოვნის 69.7% ჰიდროგენერაციით დაკმაყოფილდა, მიუხედავად მთლიანი გამომუშავების 3.6%-იანი კლებისა.

ჰიდროენერგიის კლება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ენგურისა და ვარდნილის კასკადის გენერაციის 14%-იანი წლიური შემცირებით. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებამ ჯამური მიწოდების მხოლოდ 0.6% შეადგენდა. იანვარ-ივნისში ქართლის ქარის სადგურის გამომუშავება დაახლოებით 43 მლნ კვტ.სთ იყო.

მოთხოვნის დანარჩენი 29.8% დაკმაყოფილდა თბოსადგურების გენერაციით (21.9%) და იმპორტით (7.8%). იმპორტის წილი მიმდინარე წელს დაბალი იყო, შედარებისთვის ელექტროენერგიის იმპორტის წილი 2019-21 წლების პირველ ნახევრებში საშუალოდ 16.7% იყო.

ამას გარდა, თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი 49%-ით შემცირდა. Galt and Taggart-ის ინფორმაციით, ეს გადასვლა ელექტროენერგიის იმპორტიდან თბოგენერაციაზე ძირითადად ფასთაშორის არსებული სხვაობით აიხსნება. ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7-7.5 აშშ ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი მერყეობდა კვტ.სთზე 3.3 აშშ ცენტსა და 5.4 აშშ ცენტამდე. 

ქვეყანამ მოახერხა თბოგენერაციაზე დაბალი ფასის შენარჩუნება ე.წ. „სოციალური გაზის“ მეშვეობით. „სოციალურ გაზს“ საქართველო იღებს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარების საფასურად. ამასთან, თბოსადგურების გაზრდილმა მოცულობამ შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის ექსპორტის აპრილიდან დაწყება.

ჯამში 2023 წლის ექვს თვეში გენერაციის ობიექტების გამომუშავება ასე გადანაწილდა: 70% ჰიდროგენერაცია; 22% თბოგენერაცია, 8% კი იმპორტი. ერთ პროცენტზე მცირეა ქარის სადგურის წილი მთლიან გამომუშავებაში. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჰიდროგენერაციის წილი 3%-ით, ხოლო თბოგენერაცია 2%-ით არის გაზრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები