მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნიდან შემოდის საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის ხორცი? - Galt&Taggart

649bd0090500e
თინათინ ნატმელაძე
28.06.23 20:35
9792
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს ხორცის იმპორტი წლიურად 32.8%-ით გაიზარდა და 162.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებლიდან ძირითადი წილი, $94 მილიონი ფრინველის ხორცს ეჭირა, $44 მილიონი ღორის ხორცზე მოდიოდა, $17 მილიონი საქონლის ხორცზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა სხვა სახეობის ხორცპროდუქტებზე.

საქართველოში ხორცის ყველაზე დიდი რაოდენობა ბრაზილიიდან შემოდის და ამ ქვეყანას იმპორტის 36% უჭირავს, თურქეთიდან მთლიანი რაოდენობის 12% შემოდის, ჩინეთიდან - 8%, უკრაინიდან- 7%, ნიდერლანდებიდან კი 6%, ხოლო დარჩენილი 31% სხვადასხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები