მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $763.8 მლნ-მდე შემცირდა - რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო FDI?

ვაჭრობა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15.5%-ით $763.8 მლნ-მდე შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 6 თვის ჭრილში FDI 2023 წლის შემდეგ მცირდება. წლების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ასეთი იყო:

2025 წლის 6 თვე - $763.8 მლნ

2024 წლის 6 თვე - $904 მლნ;

2023 წლის 6 თვე - $1.1 მლრდ;

2025 წელს, ინვესტიციები წლიურად როგორც პირველ ასევე მეორე კვარტალში შემცირდა. ამასთან, I კვარტალში მთლიან FDI-ში რეინვესტიციის წილი 83.3%, ხოლო II კვარტალში 80.4% იყო.

BM.GE დაინტერესდა, რომელ დარგებში ჩაიდო თანხები პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით და რომელ კომპანიებში განხორციელდა ეს ინვესტიციები.

2025 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $300.9 მლნ;
  2. ენერგეტიკა - $126 მლნ;
  3. დამმუშავებელი მრეწველობა - $76.3 მლნ;
  4. უძრავი ქონება - $73.4 მლნ;
  5. ტრანსპორტი და დასაწყობება - $63.2 მლნ;
  6. ინფორმაცია და კომუნიკაცია - $50.9 მლნ;
  7. მშენებლობა - $36.8 მლნ;
  8. ხელოვნება, გართობა და დასვენება - $21.5 მლნ;
  9. სტუმარმასპინძლობა - $20.4 მლნ;
  10. განათლება - $4.8 მლნ;

რაც შეეხება საწარმოებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ეს კომპანიებია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო;
  • შპს მაგთიკომი
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • შპს სილქ როუდ ჰოლდინგ;
  • სს ბიჯეო ჯგუფი;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება;
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები