მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში 35 სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი - სააგენტო

64c4d16b6195a
BM.GE
29.07.23 12:31
539
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 6 თვეში ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის მცირე და საშუალო მარნის პროდუქცია წარდგენილი იყო აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ჩინეთში, პოლონეთში, დიდი ბრიტანეთში, სამხრეთ კორეასა და დანიაში.

სააგენტოს ცნობითვე, ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა: VinExpo Paris, Foodex Japan, Vinexpo New York , ProWein და სხვა. ჯამში ქართული ღვინო წარდგენილი იყო 10 საერთაშორისო გამოფენაზე, 9 ფესტივალსა და 16 დეგუსტაციაზე.

უწყების ცნობითვე, სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მლნ ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს.

2023 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო. კერძოდ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მარკეტინგილი ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სამხრეთ კორეაშია იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები