2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანამ თაფლის გაყიდვით მხოლოდ 115 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის რიცხვს 69%-ით ჩამორჩება. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.
იანვარ-ივნისში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ევროკავშირის ბაზარზე. წელს ამ მიმართულებით მხოლოდ 1 ტონა პროდუქტი გავიტანეთ, რაც 6 ათასი დოლარის ღირებულების იყო. მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 29 ტონა, ღირებულება კი 258 ათასი დოლარი იყო.
წელს ქართული თაფლის ექსპორტი მხოლოდ 8 ქვეყანაში მოხდა. მცირე მოცულობების მიუხედავად, გაყიდვები გაიზარდა აშშ-ში, ეს მიმართულება წელს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილასაა. საექსპორტო ბაზრების რეიტინგი ასეთია:
- აშშ - $34 ათასი, 3 ტონა;
- აზერბაიჯანი - $25 ათასი, 7 ტონა;
- ერაყი - $21 ათასი, 3 ტონა;
- იაპონია - $10 ათასი, 0.6 ტონა;
- ლატვია - $6 ათასი, 1 ტონა;
- სომხეთი - $5 ათასი, 0.6 ტონა;
- კანადა - $2 ათასი, 0.2 ტონა;
ოფიციალურ სტატისტიკაში ვხდებით საუდის არაბეთსაც, თუმცა ამ მიმართულებით ექსპორტი მინიმალური იყო.
უნდა აღნიშნოს, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ჩეხეთს, საფრანგეთს და გერმანიას ვხვდებით.