მიმდინარე წლის 6 თვეში სადაზღვევო სექტორის მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობა გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში 19-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 415 მლნ ლარის მოცულობის ზარალი აანაზღაურა, რაც წლიურად 57%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 6 თვეში, 20%-ით, 712 მლნ ლარამდეა გაზრდილი სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემიის მოცულობა. ამ ფონზე კი სადაზღვევო კომპანიები კვლავ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების მოლოდინში არიან. შესაბამისი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას მთავრობა პარლამენტში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. რა ტენდენციებია სადაზღვევო ინდუსტრიაში და რა მოლოდინი აქვს სექტორს მრავალგზის გადავადებული სავალდებულო სახის დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით?
სტუმარი: სოფიო ლებანიძე - "პსპ დაზღვევის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;