სადაზღვევო სექტორი ზრდას აჩვენებს. 6 თვის მონაცემებით, 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული პრემიის პორტფელი 20%-ით 712 მლნ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და წლის პირველ ნახევარში სექტორის ჯამურმა მოგებამ 67 მლნ ლარს მიაღწია. ტენდენცია არ შეცვლილა - პრემიების პორტფელში პირველ ადგილზე კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა, მეორეზე კი ავტოდაზღვევა, თუმცა ამ სექტორში პორტფელი მაინც მცირდება - საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. სექტორი კი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების მოლოდინშია. რას უკავშირდება მოგების გაორმაგება?