მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში ₾126.3 მლნ შევიდა - როგორ შესრულდა გეგმა?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

6 თვეში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით ბიუჯეტში 126 332 000 ლარი შევიდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ორი კვარტალის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136.13%-ით შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2 კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა, შესრულებულია 59.3%-ით.

უწყების ინფორმაციით, იანვარ-ივნისში 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა.

ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა.

"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები", - აღნიშნავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე: www.eauction.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები